Стань нашим партнером и зарабатывай на рекрутации!

Предложение для частных лиц Предложение для фирм

დასაქმება ევროპაში

ლოგისტიკური საწყობის მუშა

Wrocław (ვროცლავი)
ვაკანსიები
0
მამაკაცები
ანაზღაურება

21,5/22,5 zł ნეტო

თვეში 4300 - 5160  zł ნეტო

საცხოვრებელი

ღირებულება: 550 zł თვეში

ინფორმაცია სამუშაოზე

მსხვილი ლოგისტიკური კომპლექსი (ფირმა LG-ის სადისტრიბუციო ცენტრი, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის საწყობი) იწვევს საწყობის მუშებს.

ხელშეკრულების სახე: 

  • სამოქალაქო-სამართლებრივი - Umowa zlecenie.

ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა აითვისოთ მოთხოვნადი სპეციალობა ლოგისტიკის სფეროში –სპეციალისტები დაგეხმარებიან შეისწავლოთ მუშაობის სპეციფიკა სასაქონლო საწყობში:

  • საწყობის მარაგების მართვა;
  • საკუთარი მუშაობის ორგანიზაცია;
  • საქონლის მიღება დასასაწყობებლად და შეკვეთების ფორმირება;
  • შენახული საქონლის კონტროლი;
  • სპეციალური მოწყობილების გამოყენება ელექტრონული ელემენტების შესამოწმებლად (მუშაობა ხორციელდება ფეხზე დგომით);
  • მუშაობა საწყობის დოკუმენტაციასთან.

მოთხოვნები: 

  • ხელგაწაფულობა;
  • პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის უნარი და ენთუზიაზმი.

სამუშაო ტანსაცმელი უფასოდ გადმოგეცემათ.

მუშაობის განრიგი: .1 ცვლა, ორშ-პარ. 07:00 19:00, შესაძლოა იმუშაოთ შაბათსაც. 240 სთ/თვეში.

ანაზღაურება: 21,50 zł/სთ ნეტო + 1 zł/სთ მათ, ვინც საცხოვრებელს დამოუკიდებლად ქირაობს. თვეში 4300 - 5160 zł ნეტო. არის მეტის გამომუშავების შესაძლებლობა.

საცხოვრებელი: კერძო სახლი/ჰოსტელი, 2-4 ადამიანი ოთახში, სრული საყოფაცხოვრებო კომფორტი ,WI-FI, განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ღირებულება 550 zł თვეში (ხელფასიდან გამოიქვითება). დაბინავებისას კანდიდატი იხდის გირაოს 200 zł-ის ოდენობით, თანხა ბრუნდება პირველი სამუშაო თვის ბოლოს.

ჩვენთან მუშაობის დამატებითი უპირატესობები:

  • პოლონეთში მუშაობისთვის საჭირო დოკუმენტების უფასო დამზადება;
  • სამუშაო ადგილამდე ავტობუსით უფასო ტრანსპორტირება;
  • დაზღვევა და უფასო სამედიცინო მომსახურება;
  • სააგენტოს მხარდაჭერის ოფისი, ქალაქში მუშების ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
  • შეუერთდი პროექტს studiujepracuje.pl და მიიღე:

  • უფასო სწავლა პოლონეთის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებსა და პოლიცეალურ (პროფესიულ) სკოლებში;
  • უფასო საცხოვრებელი სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში ან დამატებით 600 zł მათ, ვინც დამოუკიდებლად ქირაობს საცხოვრებელს; 
  • სასწავლო დაწესებულებამდე და სამუშაო ადგილამდე  მგზავრობის საფასურის  კომპენსაცია (150 zł -მდე);
  • არდადეგების ბონუსი 1800 zł (ერთხელ წელიწადში);
  • სამედიცინო დაზღვევა ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემაში;
  • კერძო სამედიცინო დახმარება, სრული სამედიცინო მომსახურების მიღება ექიმი სპეციალისტების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით;
  • უმაღლეს სასწავლებლისა და პოლიცეალური (პროფესიული) სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ შეძლებ პოლონეთში დასაქმებას სამუშაო ნებართვის გარეშე*
  • * საუბარია მხოლოდ პოლიცეალური (პროფესიული) სკოლების კურსდამთავრებულებზე. არ შეეხება დაუსწრებელი სწავლების სისტემას.

ფოტოგალერეა

დატოვეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით.

დაგეგმეთ გასაუბრების დრო და ჩვენ დაგეხმარებით ვაკანსიის არჩევაში, ასევე ვუპასუხებთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს.

ინფორმაცია ქალაქზე

ვროცლავი (Wrocław) - პოლონეთის უმსხვილეს ქალაქთაგანი, მე-4 ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობით. ქვემო სილეზიის სავოევოდოს ცენტრი. დაკავშირებულია ქუთაისის აეროპორტთან რეგულარული იაფი ფრენებით.

მსგავსი განცხადებები

სასარგებლო

ამ განყოფილებაში იხილავთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას პოლონეთში დასაქმებისა და ცხოვრების შესახებ. გაეცნობით სტატიებს, თუ რა დოკუმენტებია საჭირო საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნისთვის. ასევე, შეძლებთ შეადგინოთ მოქმედების მიახლოებითი გეგმა სამუშაოს საძებნელად და გაიგოთ, რა საარსებო მინიმუმი გჭირდებათ პირველი პერიოდისთვის.

Больше информации

Офис Щецин (PL)

Malkowskiego 26/16 (2 этаж)
Szczecin (Щецин), 70-100

Офис Голенюв (PL)

Tadeusza Kosciuszki 10b
Goleniów (Голенюв), 72-100

სიახლეები

30
04.2024

კატეგორია

მეტის წაკითხვა
29
04.2024

კატეგორია

მეტის წაკითხვა
25
04.2024

კატეგორია

მეტის წაკითხვა

გაააქტიურე უფასო გამოწერა

შეავსეთ მოკლე ფორმა და გახდით ჩვენი ერთ-ერთი გამომწერი, რათა რეგულარულად მიიღოთ შეტყობინება თქვენს ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე ახალი ვაკანსიების თაობაზე.